„მედიქლაბჯორჯიამ“ BDO Digital-ის ჩართულობით JCI-ის აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია” პირველი კლინიკაა საქართველოში, რომელიც თავისი საქმიანობით სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხს, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული და სასწრაფო-გადაუდებელი მომსახურებისათვის და შეესაბამება პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს.

„მედიქლაბჯორჯიამ”, JCI-ს აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესში, ინფორმაციის მართვის ნაწილის კუთხით კომპანია BDO Digital-თან ითანამშრომლა.

BDO-ს და მედიქლაბჯორჯიას პარტნიორობა

ქართულ ბაზარზე „მედიქლაბჯორჯია“ ერთადერთი სამედიცინო ცენტრია, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის „Joint Commission International” (JCI)-ის აუდიტი და საერთაშორისო აკრედიტაცია, უკვე მეორედ, მოიპოვა.

„მედიქლაბჯორჯია” მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 617 ჰოსპიტალს შორისაა. აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიო რუკაზე გამოჩენა მნიშვნელოვანი წარმატებაა როგორც კლინიკისთვის, ასევე, მთლიანად ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.

„JCI აკრედიტაცია ოქროს სტანდარტად არის აღიარებული გლობალურ ჯანდაცვაში. სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების პროცესი არაერთ სტანდარტთან შესაბამისობას გულისხმობს, მათ შორის მნიშვნელოვანი როლი პერსონალური მონაცემების დაცვასა და კიბერუსაფრთხოებას ენიჭება. იმისათვის რომ, ჩვენი კლინიკის ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ნაწილი და კიბერუსაფრთხოება ამ სფეროში გამოცდილ და ლიდერ კომპანიას - BDO Digital-ს და მის პროფესიონალ გუნდს მივანდეთ. ამ თვალსაზრისითაც კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და JCI აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც ნამდვილად საამაყოა ჩვენი კლინიკისთვის“ - აცხადებს „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუგზარ აბრამიშვილი.

საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში, სამედიცინო საქმიანობის სრული სპექტრის შეფასების გარდა, საჭირო იყო კლინიკის ინფორმაციული უსაფრთხოების MOI (Management of Information) სტანდარტის დანერგვა.

BDO-ს კიბერუსაფრთხოების კონსულტანტების დახმარებით, JCI აკრედიტაციის პროექტის ფარგლებში, შეფასდა კლინიკის ინფორმაციული უსაფრთხოების მდგომარეობა და რისკები სამედიცინო მართვის კუთხით. „მედიქლაბჯორჯიას” გუნდთან ერთად კი ჩამოყალიბდა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მოთხოვნები და მოხდა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

შეიქმნა ბიზნეს უწყვეტობის სცენარი, რაც გულისხმობს, რისკების დადგომის შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრის გზების დოკუმენტირებას. წინასწარ შემუშავდა სცენარები და შეიქმნა კონკრეტული სახელმძღვანელოები, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ, რისკის დადგომისას, „მედიქლაბჯორჯიას“ თანამშრომლები იხელმძღვანელებენ.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, კლინიკის ადმინისტრაციული რგოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგები, რომლის მიზანიც იყო ადამიანური შეცდომებით გამოწვეული უსაფრთხოების რისკების შემცირება, პერსონალის ცნობიერების ამაღლება და კიბერსაფრთხეებისგან თავდაცვა.

BDO Digital-ის გუნდი ქართულ კომპანიებს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით არაერთ სერვისს სთავაზობს, მათ შორისაა IT აუდიტი, ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგი, ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001-ის დანერგვა და მრავალი სხვა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა