ჩხოროწყუს მერის განცხადებით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვისაც მერიის შენობაში მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტთან კავშირი აქვს

ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. როგორც მერიაში “ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შენობაში მოსწავლეები დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინიციატივით მოხვდნენ. მერი დავით გოგუა ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მომხდარს მიუღებელს უწოდებს.

“თვითნებობას ჰქონდა ადგილი და ეს არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, რომელსაც გამართლება არ აქვს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის თანამშრომელი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ჰქონდა შეხება აღნიშნულ ფაქტთან. სკოლის მოსწავლეები იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ყოფილ დასუფთავების თანამშრომელს ჰყავდა გადმოყვანილი ისინი",- განაცხადა დავით გოგუამ.

ჩხოროწყუს მერიაში მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
ჩხოროწყუს მერის განცხადებით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვისაც მერიის შენობაში მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტთან კავშირი აქვს

ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. როგორც მერიაში “ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შენობაში მოსწავლეები დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინიციატივით მოხვდნენ. მერი დავით გოგუა ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მომხდარს მიუღებელს უწოდებს.

“თვითნებობას ჰქონდა ადგილი და ეს არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, რომელსაც გამართლება არ აქვს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის თანამშრომელი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ჰქონდა შეხება აღნიშნულ ფაქტთან. სკოლის მოსწავლეები იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ყოფილ დასუფთავების თანამშრომელს ჰყავდა გადმოყვანილი ისინი",- განაცხადა დავით გოგუამ.

ჩხოროწყუს მერიაში მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს