პედაგოგების ინფიცირების გამო, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 კვირის განმავლობაში კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

აჭარაში კორონავირუსი სამ პედაგოგს დაუდასტურდა. ისინი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში საკლასო ოთახში სწავლა ორ კვირაში განახლდება.

„სკოლაში 19 მოსწავლე სწავლობს. ისინი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებენ სწავლას და საკლასო ოთახს ორ კვირაში დაუბრუნდებიან. სხვა მხრივ რეგიონში, სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო