საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი - გორის მეოთხე საჯარო სკოლაში სამი კლასი დაფიქსირდა, სადაც მოსწავლეთა 70% დისტანციურ სწავლებას ითხოვს

დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, კლასიდან ერთი მსურველიც რომ დაფიქსირდეს, მასწავლებელს ონლაინგაკვეთილის ჩატარება მოუწევს, იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეთა 70% ონლაინსწავლების სურვილს გამოთქვას, მთელი კლასი სწავლების აღნიშნულ მოდელზე გადავა.

„რაც შეეხება გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სკოლებს, ამჟამინდელი მდგომარეობით, მეოთხე საჯარო სკოლაში სამი კლასი დაფიქსირდა, სადაც მოსწავლეთა 70% დისტანციურ სწავლებას ითხოვს, თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ სწავლების აღნიშნული მოდელის ბევრი მსურველია სხვა საჯარო სკოლებშიც. ჯერ კიდევ არის განაცხადების დაფიქსირების დრო და ვნახოთ, როგორი სურათი გამოიკვეთება. კლასიდან ერთი განაცხადიც რომ შემოვიდეს, მასწავლებელს ორმაგად დატვირთვა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, ონლაინგაკვეთილის დაგეგმვაც მოუწევს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www. online.emis. ge რეგისტრაცია 29 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს იწურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო