გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი - ბაზრობების თანამშრომელთა 20%-ის ტესტირება ყოველ მე-14 დღეს სავალდებულოა

გორში მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა დღეიდან აღდგა, თუმცა, აღნიშნულ ობიეტებს გარკვეული რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობის გაგრძელება. გაზრდილი მობილობის თავიდან ასაცილებლად, გორსა და საქართველოს ოთხ სხვა ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, სავაჭრო ობიქტები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილს განცხადებით, სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულთა ტესტირებაც იგეგმება.

„სავაჭრო ობიექტებზე (მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები), სადაც დასაქმებულია 30-ზე მეტი თანამშრომელი, სავალდებულოა ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტესტირება სწრაფი ტესტის მეშვეობით. რაც შეეხება ღია ბაზრობებს, ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ბაზრობების თანამშრომელთა 20%-ის ტესტირება ყოველ მეთოთხმეტე დღეს უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე კი, ტესტირების პროცესს სხვა მიზნობრივ ჯგუფებში ვახორციელებთ. რაც შეეხება ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესირების პროცესს, ბაზრობების გახსნამდე 2-3 დღით ადრე დავიწყებთ,“ - აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა