ბათუმში ე.წ. უნივერსამის მოვაჭრეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ

ბათუმში ე.წ. უნივერსამის მოვაჭრეები მუშაობის ნებართვას ითხოვენ. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები შემცირებულია და ვაჭრობა შესაძლებელია. მათი თქმით, ფინანსური პრობლემები აქვთ შექმნილი.

“საახალწლოდაც უნდა გავხსნილიყავით და არ მოგვცეს მუშაობის საშუალება. ჩვენს უკან ოჯახებია. თუ კი ყველა სავაჭრო ცენტრი იხსნება, ჩვენ რა დავაშავეთ. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ჩვენი სავაჭრო ცენტრი არ გაიხსნა ბათუმში. ყველაფერი ღიაა დღეს, ჩვენს გარდა. მოგვცენ ჩვენც მუშაობის საშუალება. დავიცავთ რეგულაციებს მკაცრად.

არავინ პასუხს არ გვცემს. ადმინისტრაციამ გვითხრა, 15 თებერვალს გავიხსნებითო, დღეს არც მოვიდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომ გავიგოთ რას გვიპირებენ”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ ბერიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა