გია ნოდია  -  არაა გამორიცხული, რომ პარლამენტი ჩააგდებს გადაწყვეტილებას და იმ დეპუტატებს არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ვინც პარლამენტში არ შედის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ნოდიას ესაუბრა.

- ბატონო გია, „ნაცმოძრაობას“ პარტიის ახალი სახეების პრეზენტაცია ჰქონდა. მომხდარი შესაძლოა რებრენდინგი იყო თუ რებრენდინგის მცდელობა ამას დრო გვანახებს, მაგრამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მომხდარმა?

- მე ტელევიზორში არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ამ პარტიაში ეს პროცესი დაწყებულია. ვთვლი რომ, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ახალ სახეებზე ყურადღების გამახვილება მომგებიანი სვლაა, რადგან იგი აჩვენებს პარტიაში განვითარების დინამიკას, რაც თავისთავად კარგია.

პარტიას ნიკა მელიას სახით საკმაოდ ენერგიული და პოპულარული ფიგურა ჰყავს და მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ პარტიაში მისი თავმჯდომარედ მოსვლა არ უკავშირდებოდა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის წასვლას. მას უნდოდა იმის დემონსტრირება, რომ მისი მოსვლით მან პარტიაში ახალი ენერგია მოიტანა და ახალი სახეები ამას განასახიერებენ.

ნიკა მელიას უნდოდა ეჩვენებინა, რომ პარტიაში მისი თავმჯდომარედ მოსვლა არ უკავშირდებოდა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის წასვლას. მას უნდოდა იმის დემონსტრირება, რომ მისი მოსვლით მან პარტიაში ახალი ენერგია მოიტანა და ახალი სახეები ამას განასახიერებენ

ამ ნაბიჯით „ნაცმოძრაობას“ უნდოდა იმის თქმაც, რომ მათი პარტია სერიოზული პოლიტიკური ძალაა, იზიდავს ადამიანებს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციაში არიან, მათი რიგებს საინტერესო ახალგაზრდა თაობა უერთდება.

- თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვეს ახალმა სახეებმა?

- ზოგადად, ახალი სახეებისგან პოლიტიკური შთაბეჭდილებაა ჯერ.

- „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს მანამდეც ჰქონდათ მცდელობა ოპოზიციური ძალების გაერთიანების და თავის ირგვლივ შემოკრების. სააკაშვილი ხელისუფლებასთან ბრძოლის 2011 წლის ივანიშვილის ტაქტიკურ სვლებს იმეორებს თუ რასთან გვაქვს საქმე?

- სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ოპოზიციის გაერთიანების პრეტენზია, რაც ნიშნავს მისი ფიგურის ირგვლივ გაერთიანებას. ვიღაცისთვის ეს მისაღებია, ვიღაცისთვის არა, ამიტომ არა მგონია ამ მხრივ რამე პრინციპული სიახლე იყოს.

- გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობას“ სურს მხარდამჭერების წრე გააფართოვოს, მაგრამ რაც მოვისმინეთ, „შუის გაკრეფას“ უფრო ჰგავს...

- ეს ბუნებრივია, სააკაშვილის ამოცანაა დაარწმუნოს ხალხი, რომ არსებითად ისინი არიან ცალსახად ივანიშვილის მოწინააღმდეგე ძირითადი ოპოზიციური ძალა. ეს ყოველთვის იყო მის ინტერესებში, მაგრამ ობიექტურად ეს ასევეა ივანიშვილის ინტერესში.

სააკაშვილის ამოცანაა დაარწმუნოს ხალხი, რომ არსებითად ისინი არიან ცალსახად ივანიშვილის მოწინააღმდეგე ძირითადი ოპოზიციური ძალა. ეს ყოველთვის იყო მის ინტერესებში, მაგრამ ობიექტურად ეს ასევეა ივანიშვილის ინტერესში

ივანიშვილისა და მის გუნდისთვის მნიშვნელოვანია იმის მტკიცება, რომ მათ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება. ასეთ შემთხვევაში ის და „ქართული ოცნება“ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს.

მაგრამ, ფაქტია, რომ არსებობენ სხვა ძალებიც, მისთვის არც სხვაა მისაღები, მაგრამ ყველაზე მეტადაა „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი. ასეთია რეალობა, თუმცა, უკანასკნელმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ დანარჩენი ოპოზიცია „ნაცმოძრაობას“ სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევს.

- რამდენად შეძლებს „ნაცმოძრაობა“ ძველ გვარდიასთან და ახალ სახეებთან ერთად მხარდაჭერების გაფართოებას და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის გაერთიანებასა და კონსოლიდირებას?

- ეს უფრო პროგნოზების სფეროა. ალბათ „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო გაერთიანება აღარაა მოსალოდნელი. მაგრამ, ახლა, როცა არჩევნების შემდეგ სხვა პარტიების მსგავსად „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევიდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების მხრიდან აქტივობა, დინამიკა.

ჩვენება იმისა, რომ მას აქვს აქტივობების ალტერნატიული ფორმები. „ნაცმოძრაობის აქტიურობა გარკვეულწილად მხარდამჭერების არდაკარგვა და შენარჩუნებაც არის. სწორედ ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია ახლა უკვე მელიას ხელმძღვანელობით.

„ნაცმოძრაობის აქტიურობა გარკვეულწილად მხარდამჭერების არდაკარგვა და შენარჩუნებაც არის. სწორედ ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია ახლა უკვე მელიას ხელმძღვანელობით

- „ნაცმოძრაობის“ ახალი სახეები არა მხოლოდ აკრიტიკებდნენ „ქართულ ოცნებას“, არამედ საუბრობდნენ პარტიის პოზიტიურ დღის წესრიგზე. რამდენად შეძლებენ ისინი ამომრჩევლების დაჯერებას იმაში, რომ სწორედ ისინი საჭიროებენ მხარდაჭერას?

- ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია და ვინც ამ საქმეში ძირითად იმედს ამყარებს „ნაცმოძრაობაზე“, ისინი ჩათვლიან, რომ მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობის“ აქტივობა და მათი სამომავლო გეგმების წარმოჩენა.

- ახალი სახეების პრეზენტაციის შემდეგ თავისი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებზე გამოთქვა მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მან ისაუბრა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანა ურუგვაიზე, რომელსაც ის ახლა ჩვენთვის ბევრი თვალსაზრისით საინტერესო ქვეყნად მიიჩნევს. კი თქვა, რომ ჩვენი მიზანი ევროსტრუქტურებში გაერთიანება უნდა იყოს, მაგრამ თუ მას ადრე სინგაპური მიაჩნდა მისაბაძ ქვეყნად, ახლა უფრო მეტად ურუგვაიზე ისაუბრა.

რას შეიძლება ნიშნავდეს სააკაშვილის მიერ ურუგვაიზე ყურადღების მიპყრობა?

- ვერ გეტყვი, რადგან სააკაშვილის გამოსვლა არ მინახავს. თუ მან ურუგვაი ჩათვალა ჩვენთვის მოდელად, არ ვიცი რას გულისხმობს. ურუგვაი ლათინურ ამერიკაში სხვებთან შედარებით პატარა, მაგრამ წარმატებული ქვეყანაა და შესაძლოა, მას მოსწონებოდა ურუგვაის განვითარების ტრაექტორია და ეს ჰქონდა მხედველობაში. უფრო ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

- პარლამენტმა უნდა იმსჯელოს შეუწყვეტს თუ არა უფლებამოსილებას იმ დეპუტატებს ოპოზიციიდან, ვისაც სადეპუტატო მანდატებზე უარი აქვთ ნათქვამი. როგორ გგონიათ, ამ თემაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი?

- თუ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ამ თემაზე განცხადებებს გავიხსენებთ, არაა გამორიცხული, რომ პარლამენტი ჩააგდებს გადაწყვეტილებას და იმ დეპუტატებს არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ვინც პარლამენტში არ შედის. „ქართულ ოცნებას“ ამის გამოცდილება აქვს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ვიღაცა ხმას აძლევს და ვიღაც არა, რაც მმართველ გუნდში განსხვავებული აზრების იმიტირებაა. შედეგად, შეიძლება ჩავარდეს მისაღები გადაწყვეტილება. ახლა წინასწარ ასეთი შთაბეჭდილებაა შექმნილი.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას კიდევ აქვს იმედი, რომ თუ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი დროში გაიჭიმება, შეძლებენ რაღაც მექანიზმებით ვიღაცის დარწმუნებას, გადაბირებას, ანაც მოსყიდვას და პარლამენტში შეყვანას.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას კიდევ აქვს იმედი, რომ თუ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი დროში გაიჭიმება, შეძლებენ რაღაც მექანიზმებით ვიღაცის დარწმუნებას, გადაბირებას, ანაც მოსყიდვას და პარლამენტში შეყვანას

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც უფრო ჰგავს, რომ ვინმეს შეყვანაზე მათ ხელი აქვთ ჩაქნეული, მაგრამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდათ ანახონ, რომ ისინი ცდას არ აკლებენ და ოპოზიციასთან აქტიურად მუშაობენ...

- თავისთავად ინტერესი, რომ პარლამენტში ოპოზიცია მეტად იყოს წარმოდგენილი, საქართველოს უფრო მეტად დემოკრატიულ ქვეყნად წარმოაჩენდა. თუმცა, შესაძლოა, მათ უნდოდეთ აჩვენონ ერთი მხრივ ოპოზიციის სისუსტე, ხოლო მეორე მხრივ თავისი ძლიერება.

დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან უნდათ, რომ პარლამენტში დეპუტატთა რიცხვი 100-ს აცდეს, ამიტომ ისინი გააგრძელებენ ცალკეულ დეპუტატებთან მუშაობას. თუ მიზანს მიაღწევენ ჩათვლიან, რომ სხვებიც დარწმუნდნენ ოპოზიციის სისუსტეში და ხელისუფლების სიძლიერეში.

- უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში არ შევა, ასეთ ვითარებაში სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის დინამიკა?

- ოპოზიციის პარლამენტში შეუსვლელობის შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესს მაინცდამაინც დიდი დინამიკა არ ექნება, პარლამენტი არ იქნება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი, ცენტრი იქნება გარეთ - მედიაში და შესაძლოა ქუჩაში.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს პოლიტიკური ცხოვრება ვერც დინამიური და ვერც მოწესრიგებული ვერ იქნება

მაგრამ, ეს იქნება დამოკიდებული კონკრეტულ მოვლენებზე, შეცდომებზე, რომელიც შეიძლება დაუშვას ხელისუფლებამ. ვნახოთ როგორ უპასუხებს ამ შეცდომებს საზოგადოება. უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს პოლიტიკური ცხოვრება ვერც დინამიური და ვერც მოწესრიგებული ვერ იქნება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა