აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები აქციას მართავენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები აქციას მართავენ. მათ სიმბოლურად აქციაზე ინერტული მასალა მიიტანეს. აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობაში შესვლას და მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მდინარე ჭოროხსა და აჭარის წყალზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც, მინისტრისგან განმარტებებს ითხოვენ.

სამინისტროსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

“ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. მოდის გარემოს დაცვის ინსპექცია, აჯარიმებს კონკრეტულ კომპანიებს, თუმცა, როგორ კი მიდიან, მაინც ხდება მაგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება. მოვუწოდებთ მათ, რომ შეეშვან ჩვენს ბუნებას, ეს მაინც დაგვიტოვონ. სიმბოლურად მოვიტანეთ ინერტული მასალა, რომელიც მოვიპოვეთ იგივე ტერიტორიაზე. იქ აღარ დარჩა უკვე ბალასტი, ესეც გაყიდონ და მოგება ნახონ”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა ბერიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა