აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლებისაგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ველოდები, რომ ასევე მიიტაცებს კონკრეტული პიროვნებების ნებას და არ მოუხსნის უფლებამოსილებას

„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე, პარლამენტის მიერ მანდატების შეჩერების პროცესს ეხმაურება.

ბობოხიძის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იმის ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ „ქართული ოცნება“ საბაბს ეძებს იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება ავტორიტარიზმისა და თვითნებობის გამოხატულება.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, ხელისუფლებისგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, არ არის გასაკვირი, რომ მიიტაცოს კონკრეტული ადამიანების ნება და არ მოუხსნას უფლებამოსილება დეპუტატებს.

„ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ ეძებს საბაბს იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება კანონის ხელახალი დარღვევა და მინდა გითხრათ, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ მიერ ესეც იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოყენებული, იმიტომ, რომ აიძულო ადამიანები იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის, დიქტატურისა და თვითნებობის გამოხატულება.

ასე, რომ ხელისუფლებისაგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ველოდები, რომ ასევე მიიტაცებს კონკრეტული პიროვნებების ნებას და არ მოუხსნის უფლებამოსილებას.

მე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაფიქრდნენ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეუწყვიტონ უფლებამოსილება იმ დეპუტატებს, რომლებმაც ამის თაობაზე განცხადება უკვე დაწერეს”, - განაცხადა ბობოხიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო