„ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს უერთდება

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ უერთდება პარლამენტის უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისა და მიღების ვალდებულებას შეეხება. ამის შესახებ განცხადებას პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმს დღეს პარტიის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მოაწერა ხელი.

„ევროპელი სოციალისტებისთვის“, როგორც პარლამენტის ოპოზიციური სუბიექტისთვის, მნიშვნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა საპარლამენტო უმრავლესობასთან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისა და გაჯანსაღების კუთხით. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მომავალი არჩევნების მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო