„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიას განუცხადა, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, ბრუნდებიან დემოკრატიულ კალაპოტში, თუ რჩებიან დემოკრატიული პროცესების მიღმა.

"გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება იმ კონტექსტით, თუ რა იქნება საუკეთესო პროცედურული პასუხი ჩვენგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა დარჩნენ, და მეორე მხრივ, რა არის საუკეთესო პასუხი, რომ პარლამენტმა როგორც დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მუშაობა განაგრძოს. ჩვენ პროცედურა შეძლებისდაგვარად გავწელეთ. შეგვეძლო ეს გადაწყვეტილება დეკემბერშიც მიგვეღო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა მოლაპარაკებისთვის შანსი მიგვეცა, ეს პროცედურები გადაიდო. პირად პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის გააზრებას. დღესაც მოვისმინეთ მოწოდებები მათ შორის ელჩების მხრიდან, ოპოზიციის მიმართ, რომ ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის ფუნქციონირებას, არ მოიქცნენ უმწიფრად, როგორც ეს მათთან დაკავშირებით ითქვა, უნდა შევიდნენ პარლამენტში. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტს, რომ ოპოზიცია იქცევა არადემოკარტიულად და საჭიროა, მოიქცნენ დემოკრატიულად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო