უფლისციხეში, ე.წ. ძველი კლუბის ადგილზე გასართობი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო

უფლისციხეში, ე.წ. ძველი კლუბის ადგილზე გასართობი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახლად მოწყობილი სკვერი გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, პირველ მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედანი, ხელოვნური საფარი, გარეგანათება, დაიდგა დეკორატიული სკამები. სამუშაოებს 177 737 ლარი მოხმარდა. პროექტის განსახორციელებლად თანხა 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო

“უფლისციხეს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემეტა. სოფლის ცენტრში, ე.წ. „ძველი კლუბის“ ადგილზე, გასართობი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. ეს ტერიტორია წლების მანძილზე უფუნქციოდ იყო დარჩენილი. სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი ადგილები მოვაწყოთ.“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გასულ წელს მუნიციპალიტეტში 22 დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოებს ჯამში 916 024 ლარი მოხმარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა