„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი, პარტიის წევრთა ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებას ემხრობა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ზოგადად, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი იცით, რომ პარლამენტი უკვე მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრვალფეროვანი, თუმცა ის პატარა პარტიები, რომლებსაც ხმა მისცა ამომრჩეველმა, ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა ვთქვათ რადიკალური ოპოზიცია. ისინი ვიცით რას წარმოადგენენ და როგორ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით იმგვარი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სათანადო პასუხი გაეცეს ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას.

„ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პირად პოზიციას აქ მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, კონტექსტი კი არის შემდეგი, რომ მათ შორის, ევროსაბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არ შემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ამიტომ, ახლა ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა არის პასუხი ამ ძირგამოთხრილი ქმედებისა,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა