მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეეწყვიტათ, ქვეყნის ინტერესებით იყო განპირობებული

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეეწყვიტათ, ქვეყნის ინტერესებით იყო განპირობებული. მისი თქმით, უმრავლესობის წევრების დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიმართ ცნობილია, თუმცა ამ შემთხვევაში, მმართველ ძალაში გადაწყვიტეს, ოპოზიციური პარტიები არ დაეყოთ და 51-ვე დეპუტატისთვის მიეცათ საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების გათვალისწინების კიდევ ერთი შანსი.

„ყველა ჩვენი გადაწყვეტილება არის გამოწვეული, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებით და ეს, მე მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელია. რა თქმა უნდა, ჩვენი პირადი დამოკიდებულება ზოგიერთი პარტიის მიმართ არ არის ახალი, რადიკალურად განწყობილი და „დესტრუქციულად მოღვაწე“ პარტიის მიმართ, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენ არ დავყავით წარმოდგენილი 51 პიროვნება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიკავებთ თავს და მათ ეძლევათ შანსი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, რომ გაითვალისწინონ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების, ყველა კეთილმოსურნის რჩევები. აქედან არის მიღებული ეს გადაწყვეტილება, თორემ ჩემი პირადი პოზიცია, მე მგონი, ძალიან კარგად იცით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ,“- განაცხადა ყაველაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო