სერგი კაპანაძე - ფარცხალაძის გამართლება არის ნათელი დადასტურება, რომ არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს

ფარცხალაძის გამართლება ამ სასამართლოს მიერ არის ნათელი დადასტურება იმის, რომ არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე სასამართლოს მიერ ოთარ ფარცხალაძის გამართლებას.

კაპანაძის თქმით, ფარცხალაძე გამართლდა იმ სასამართლოს მიერ, რომლისთვისაც ცალკე სამართალი არსებობს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის.

„ფარცხალაძის გამართლება ამ სასამართლოს მიერ არის ნათელი დადასტურება იმის, რომ არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს. ყველას ნანახი გაქვს კადრები, როგორ სცემენ თორდიას მისი დამქაშები. ყველამ კარგად ვიცით, რომ დამნაშავეა, ოღონდ გამართლდა იმ სასამართლოს მიერ, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, ცალკე სამართალია ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები და ცალკე სამართალი პოლიტიკური ოპონენტებისთვის და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის. აი ასეთი სახელმწიფო მივიღეთ ჯამში ჩვენ ივანიშვილის მმართველობის შედეგად", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ