ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუფიქსირდა. მათი მტკიცებით, ძროხა ტურამ დაგლიჯა, რის შედეგადაც ცხოველები დაინფიცირდნენ და დაიღუპნენ.

სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს.

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ აღწერა მოხდება და შესაძლებლობის ფარგლებში ოჯახებს დახმარება გაეწევათ.

"მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდა. უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის საშუალებითაც დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჯიხანჯური საკარანტინე ზონად გამოცხადდა. ასევე, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია", - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

სოფელ ჯიხანჯურში კარანტინის პერიოდი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება და ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზება ეკრძალება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო