უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

“უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ამ გზით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და მაქსიმალურად გვინდა ამ პროექტის საშუალებით განტვირთვა განვახორციელოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა ამ ხიდის მეშვეობით”,- განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა