ფოთის მერია - ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს. იგეგმება ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.

“ცენტრალურ პარკში არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. ცენტრალური პარკი ორ საუკუნეზე მეტს ხანს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ფოთელთა თავშეყრის, კულტურული და პოლიტიკური აქტივობების ძირითადი ადგილი იყო. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, გასულ წელს დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა