ჩხოროწყუში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ჩხოროწყუში მერის, დავით გოგუას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების ფაქტზე გოგუამ რეაგირება დააგვიანა და ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. ჩხოროწყუს საკრებულოს წევრისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რამაზ გულუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მერი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოწოდებას არ ასრულებს და დამნაშავეებს ხელს აფარებს.

"ჩვენ ვითხოვთ მერთან შეხვედრას. დაველოდებით რამდენიმე წუთი, საკრებულოს წევრები და აქტივისტები. თუ ის დაგვემალება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს პრემიერ - მინისტრის მოწოდებას. თუ მას არ მოუსმენია პრემიერ - მინისტრის განცხადება, მიგვიწვიოს თავის კაბინეტში და მოვასმენინებთ.

აუცილებლად ვითხოვთ მერის პასუხისგებას, ის აფარებს თავის მოძალადე თანამშრომლებს ხელს. მას რამოდენიმე საათი დარჩა იმისთვის, რომ იფიქროს და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება”, - განაცხადა საკრებულოს წევრმა რამაზ გულუამ.

25 იანვარს, ჩხოროწყუს ერთ - ერთი სკოლის მოსწავლეები მერიის შენობის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. როგორც მერიაში განმარტეს, ინიციატივა დასუფთავების ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნოდა და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს