ანრი ოხანაშვილი წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე - თუ საჯარო სივრცეში მოპოვებადია კონკრეტული ინფორმაცია, რა უფლების დარღვევაზე ვსაუბრობთ?

თუ საჯარო სივრცეში მოპოვებადია კონკრეტული ინფორმაცია, რა უფლების დარღვევაზე ვსაუბრობთ, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ის ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს, დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება. როგორც მან აღნიშნა, საკითხს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

„მოვისმინე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი იყო კონკრეტული პირის პირადი ნომერი. შესაბამისად, თუ როგორ მოხდა ამის მოპოვება და ასე შემდეგ, ამ საკითხს შეისწავლიან. რეალურად, თუ რაიმე ტიპის საკითხი ღიად რჩება, ამაზე შეგიძლიათ კიდევ მკითხოთ, თუმცა, ამ ეტაპზე დარღვევაზე ვერ ვისაუბრებთ ელემენტარულად იქედან გამომდინარე, რომ თუ საჯარო სივრცეში მოპოვებადია კონკრეტული ინფორმაცია, რა უფლების დარღვევაზე ვსაუბრობთ? თუმცა, დაველოდოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეამოწმოს და ამის შემდგომ გაგცემთ კიდევ პასუხს“, - განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა