მაია ცქიტიშვილი - შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებულია არა მთავრობის, რესტორატორების ან რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენლების ნებაზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

ვიცე პრემიერ-მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებულია არა მთავრობის, რესტორატორების ან რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენლების ნებაზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ცქიტიშვილის განცხადებით, რესტორნების თვითნებურად გახსნის შემთხვევაში გამოყენებული იქნება მსგავსი შემთხვევისთვის დადგენილი კანონიერი ზომები - პირველ ჯერზე დაჯარიმების, განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით.

„როგორც იცით, ჩვენ უკვე წარვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, ყველამ ვიხილეთ, რომ ორშაბათიდან საქართველოს პრაქტიკულად ყველა ქალაქში, სამი ქალაქის გარდა, აღდგა როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, ასევე სკოლებში აღდგა სწავლის პროცესი და რაც შეეხება, თბილისს, ქუთაისსა და რუსთავსაც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, ჩვენ უკვე გვქონდა ორშაბათიდან საშუალება, რომ ნებისმიერ მაღაზიაში ფიზიკურად შეგვეძინა საქონელი. შესაბამისად, შემსუბუქების პროცესი დაწყებულია. არაერთხელ განვმარტეთ, რომ დამოკიდებულია ეს, პირველ რიგში, არა მთავრობის ნებაზე, ან ამა თუ იმ რესტორატორთა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების ნებაზე, არამედ იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის გავრცელებასთან.

შესაბამისად, ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, პირველ რიგში და უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და შესაბამისად რისკების შეფასებას, გამოიწვევს ვირუსის გავრცელების ზრდას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან მიღებული იქნება ის ზომები, რაც არის გათვალისწინებული დღეს ასეთი ტიპის დარღვევების შემთხვევაში. არის დადგენილი დაჯარიმება, მეორე დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არის გათვალისწინებული ანუ ყველა ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაქვს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სუბიექტის მიმართ, ეს იქნება მოქალაქე თუ იურიდიული პირი, გამოყენებული იქნება“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს