საქართველოს უნივერსიტეტი რეიტინგით პირველია კერძო უნივერსიტეტებს შორის

2020 წლის გამოწვევებმა და დაბრკოლებების გადალახვამ საქართველოს უნივერსიტეტს გაუმჯობესებული საგანმანათლებლო ხარისხი და კიდევ ერთი აღიარება მოუტანა. საერთაშორისო ორგანიზაცია ვებომეტრიქსმა, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს ყოველწლიურად იკვლევს, იანვარში მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს უნივერსიტეტი რეიტინგით ქვეყნის კერძო უნივერსიტეტებს შორის არამხოლოდ პირველობას ინარჩუნებს, არამედ ქვეყნის საერთო რეიტინგში მე-6 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და რეგიონალური უნივერსიტეტების ტოპ-ათეულში შევიდა.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას თქმით, უმაღლესი ხარისხის განათლება ის შეთავაზებაა, რასაც საქართველოს უნივერსიტეტი არასოდეს ღალატობს.

„ლექტორებისა და ადმინისტრაციის შრომის შედეგი, ჯერ კიდევ 2020 წელს, ვებომეტრიქსის კვლევამ დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, კერძო უნივერსიტეტებს შორის პირველი ადგილი დავიკავეთ. ასეთივე წარმატებით დავიწყეთ 2021 წელი, მსოფლიო რეიტინგში 2000 ადგილით დავწინაურდით, რეგიონში, 151 უნივერსიტეტს შორის მე - 10 ადგილს ვიკავებთ. ეს ის შედეგებია, რასაც უნივერსიტეტის გუნდი, მხოლოდ ხარისხიანი განათლების გაცემით და გარემოზე ორგანიზებულად მორგებით თუ შეძლებდა.

თავისთავად, ეს არ არის თამასა რაზე გაჩერებასაც ვაპირებთ, რადგან განათლების გაცემა, მუდმივად ითხოვს ინოვაციებსა და დახვეწას, ჩვენც აქტიურად ვაკვირდებით ახალგაზრდების საჭიროებებს და ვთავაზობთ განახლებულ, თუ სრულიად ახალ პროგრამებს,“ ამბობს კონსტანტინე თოფურია.

https://www.ug.edu.ge/

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს