ქუთაისის მერი საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ამ უბანში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობაა დაწყებული.

უფრო კონკრეტულად, რიონჰესის ქუჩაზე, #11-ის მიმდებარედ, საყრდენი კედელი ეწყობა, სადაც სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძელსკამებიც დაიდგმება.

თომაშვილის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონებით, გამწვანებით, საპარკე სკამებით მოწყობილი სკვერი კეთდება.

სოლომონ მეორის ქუჩაზე, წყალწითელას დასახლების მიმდებარედ კი მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყობა.

"ვაგრძელებ ადმინისტრაციულ ერთეულებში გასვლას. საფიჩხიაზე, რამდენიმე ქუჩაზე ვიყავით. ამ უბანში სამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიდის ახლა მუშაობა. კეთდება საყრდენი კედელი, ეწყობა სკვერი და სპორტული მოედანი. როდესაც ხდება პროექტების შერჩევა, უპირველესად მოსახლეობის ინტერესებს, მათ თხოვნებს ვითვალისწინებთ და სწორედ ასე შევარჩიეთ, ამ ეტაპზე რა უნდა გაკეთებულიყო საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში“- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

ქალაქის მერი ტყიბულის ქუჩაზე მცხოვრებ ლანჩავების მრავალშვილიან ოჯახსაც ესტუმრა და მათ სასურსათო ნობათი გადასცა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო