ჩხოროწყუს მერიის შენობასთან, სადაც მუნიციპალიტეტის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო

ჩხოროწყუს მერიის შენობასთან, სადაც მუნიციპალიტეტის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა, სიტუაცია დაიძაბა. დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები მერიაში არ შეუშვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კვარაცხელიამ განუცხადა, დეპუტატებს შენობაში შესვლის კანონიერი უფლება ჰქონდათ.

ჩხოროწყუს მერიასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა.

“ვითხოვდით მერთან შეხვედრას. საკრებულოს წევრები უნდა შესულიყვნენ ჟურნალისტებთან და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტთან ერთად, რაზეც საერთოდ პასუხი არ გაგვცეს. საკრებულოს წევრები შეეცადნენ შესულიყვნენ შენობაში, ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რისი უფლებაც არა აქვს პოლიციას.

საბოლოო ჯამში თვითონ ითხოვეს მოეცათ დრო და საკრებულოს თავმჯდომარე ან მერი გამოვიდოდა ჩვენთან დასალაპარაკებლად. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში",- ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც მერიაში მოსწავლეები შენობის დასუფთავების მიზნით შეიყვანეს. ამბობენ, რომ მერმა მომხდართან დაკავშირებით რეაგირება დააგვიანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა