აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში ახლადაშენებული ამბულატორიების შენობების პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში ახლადაშენებული ამბულატორიების შენობების პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო.

როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ ორშაბათს გამართულ თათბირზე შესაბამის სამსახურებს დაავალა უზრუნველყონ ახალი ამბულატორიების ექიმებისთვის გადაცემის პროცესის დაჩქარება.

"ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიები ლევან მაკალათიამ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, დიმიტრი ცანავასთან ერთად დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ. შენობები ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.

პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 1 000 000 ლარით დაფინანსდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა