ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე სამედიცინო და ჰოსპიტალური სერვისების წარმომადგენლებს შეხვდა და ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარუდგინა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სამედიცინო და ჰოსპიტალური სერვისების წარმომადგენლებს შეხვდა და ფილტვის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამა წარუდგინა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პროგრამის იმპლემენტირების გზებზე და მულტიდარგობრივი თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს.

„რა მნიშვნელობა აქვს ფილტვის კიბოს სკრინინგს და როგორია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გადარჩენადობის მაჩვენებელი, რა ფორმით იქნებიან ჩართული პირველადი ჯანდაცვის სექტორის და ჰოსპიტალური ქსელების წარმომადგენლები ბენეფიციარებთან კომუნიკაციაში, როგორია არსებული გამოცდილება, მედიკოსების რჩევები და უკუკავშირი - ამ და სხვა თემებზე ღია დისკუსიის მიზანი საპილოტე პროგრამის ეფექტიანი განხორციელება და ბენეფიციართა ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში, შემუშავდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პირველი პრევნციული პროგრამაა, რომლიც დაავადების ადრეულ დიაგნოსიტებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აქამდე არსებული მუნიციპალური პროგრამები მიმართული იყო დაავადებების შედეგების მართვაზე, პრევენციის მიმართულებით შემუშავებული პროგრამა კი, სრულიად ახალ მიდგომას დანერგავს ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვით პოლიტიკაში.

„ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეა მთელს მსოფლიოში, მიუხედავად მკურნალობის ახალი მეთოდებისა, ყოველწლიურად ამ დაავადებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ამასთან ფილტვის კიბოს შორს წასულ შემთხვევბში გადარჩენადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტირება სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვითი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვას გულისხმობს, პროგრამის შემუშავების მიზანიც სწორედ ეს იყო. ამასთან, თუკი აქამდე არსებული მუნიციპალური პროგრამები უშუალოდ დაავადების შედეგებთან გამკლავებას ემსახურებოდა, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა პრევენციაზეა მიმართული და დაავადებით გამოწვეული მოკვდაობის შემცირებას, ადრეული დიაგნოსტირებით ფილტვის კიბოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და დაავადების პროგრესირების პრევენციას ისახავს მიზნად. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა პრეცენდენტულია და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვით პოლიტიკაში ახალი მიდგომების დანერგვას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის იმპლემენტირების პროცესში ჩართული იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არამედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესიული კავშირები და დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი საწარმოები. მულტიდარგობრივი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ ბენეფიციართა მაქსიმალური ინფორმირებულობა და ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ეფექტურ განხორციელებას“ ,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებული თამბაქოს მომხმარებელი, პროფესიული რისკის მქონე საწარმოებში დასაქმებული, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ბენეფიციარების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევით უზრუნველყოფას. მათი განმარტებით, პროგრამა საპილოტეა და 2021 წლის ბიუჯეტში მის განსახორციელებლად 30 000 ლარი არის გამოყოფილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა