მაგისტრი მოსამართლის წინაშე რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის დაკითხვა მიმდინარეობს. სვანიძის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა პაპუნა კერესელიძემ აღნიშნა, გამოძიება 2020 წლის 2 მარტს დაიწყო და მას საფუძვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაედო. მისივე თქმით, საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლაზე და უძრავი ქონების გასხვისებაზე.

,,პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს გამოძიებას საქართველოს რაგბის კავშირში ქონების მითვისება-გაფლანგვის და ამავე ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება 2020 წლის 2 მარტს დაიწყო. მას საფუძვლად დაედო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლაზე და უძრავი ქონების გასხვისებაზე. ათეულობით საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვები. დღეს ტარდება მოწმის დაკითხვა “, - აღნიშნა პაპუნა კერესელიძემ.

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განმარტებით კი, აღნიშნული საქმის ირგვლივ გამოძიების დაწყება საეჭვოა, რადგან რაგბის კავშირში ფინანსური გადაცდომები არ ყოფილა.

,,საერთოდ საქმე რატომ აღიძრა ესეც ძალიან საეჭვოა ჩემთვის, ფინანსური გადაცდომები არ ყოფილა. სამართლებრივად ბრალის წაყენებას გამოვრიცხავ, ამას კანონთან კავშირი არ ექნება. შეიძლება აჟიოტაჟის შესაქმნელი არაფერი არ არის და ჩვეულებრივი პროცედურაა, უბრალოდ, ძალიან ნელა მუშაობს პროკურატურა და ერთი წელი დასჭირდა იმის მოფიქრებას, რომ გოჩა სვანიძესთვის უნდა დაეძახათ“, - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს