არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას გეგმავს, რომელშიც პრიორიტეტულ ადგილს ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის კიბერსაფრთხეების, ანტიდასავლური პროპაგანდისა და ინფორმაციული ოპერაციების საპასუხოდ ეროვნული შესაძლებლობებისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება დაიკავებს.

გარდა ამისა, როგორც თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია ტოტალური თავდაცვის მექანიზმების გაძლიერება.

“საქართველოს პარლამენტი თავდაცვის კოდექსს მიიღებს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას და მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას“, - განაცხადა თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს