ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში იანვრის თვეში 97 018 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში იანვრის თვეში 97 018 ლარის დაფინანსება გასცა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 307 ბენეფიციარს გაუწია.

"41 529 ლარი, 50 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 53 ბენეფიციარი 18 465 ლარით დაფინანსდა.

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა