აქტივისტები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ

საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, გასულ წელს თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე "ამბასადორი ბათუმის" ოთხსართულიანი შენობა აშენდებოდა, თუმცა ახლა 16 - სართულიანი კორპუსი შენდება.

აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესგან განმარტებებს ითხოვენ, მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობის თავმჯდომარემ მოიტყუა.

აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძეს შესახვედრად ერთ დღეს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ფორმას შეცვლიან.

"გასული წლის 5 იანვარს თორნიკე რიჟვაძემ „ამბასადორის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ ოთხ სართულს არ უნდა გასცდენოდა. ამ წლის 2 თებერვალს თქვა, რომ 16 სართულის აშენება არის ლეგიტიმური. ჩვენ ვითხოვთ მასთან შეხვედრას და ვაძლევთ ერთ დღეს კონტაქტზე გამოსასვლელად. როგორც ჩვენთან, ასევე მედიასთან გააკეთოს განცხადება, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება. თუ ის არ გააკეთებს განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით, ვპირდებით მას, რომ აუცილებლად შეიცვლება აქციის ფორმები, მასობრივი დატვირთვა ექნება აქციებს, რაც მუქარა არ არის. ვპირდებით, რომ მას არ შევუშვებთ სამუშაო კაბინეტში და მოვთხოვთ განცხადების გაკეთებას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლევან გორგილაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტის მიხედვით აღნიშნულ შენობაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა