თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ვაქცინაციის განსახორციელებლად

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი ცენტრი, სადაც განხორციელდება ვაქცინაცია.

რესპუბლიკური საავადმყოფოში მიმდინარე მზადების პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის გეგმა და თებერვალში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მათ შორის აჭარის რეგიონი მოემზადოს ვაქცინაციის სრულყოფილად განხორციელებისთვის. ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი და მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში. საქართველოს მასშტაბით შეირჩა დიდი კლინიკები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც მზად არის ვაქცინაციის განსახორციელებლად როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან გამკლავებას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად. საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს