ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა და ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ვაქცინის პროცესში ჩაერთვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო.

„აღნიშნულ დაწესებულებას აქვს რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადის მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, აქვს იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. სამედიცინო დაწესებულება გამოთქვამს მზაობას, ყველა დადგენილი მოთხოვნა შეასრულოს და ვაქცინის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.

პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შეირჩა საავადმყოფოები, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული სამი ადამიანისგან შედგება – ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს.

Pfizer-ის ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის, ე.წ. ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული მზადყოფნა. მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრადაბალი ტემპერატურული რეჟიმი – მინუს 70-80 გრადუსი.

როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა