გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საავტომობილო მაგისტრალზე, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ევაკუატორის მძღოლი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.