აჭარის უმაღლესი საბჭო - სოფელ ჯიხანჯურში, სადაც ცოფის შემთხვევის გამო, კარანტინი გამოცხადდა, ვითარება კონტროლირებადია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯიხანჯურში, ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა, თუმცა სპეციალისტთა განცხადებით, ამ ეტაპზე აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია შეზღუდვებთან და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, სპეციალისტთა განცხადებით, ამ ეტაპზე აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს და ადგილობრივი თვითმმართველობა მზადაა, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს მოსახლეობას.

„საკარანტინე ზონაში არსებულ მდგომარეობას ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და მერის მოადგილესთან, ლევან ზოიძესთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომას დაჰპირდნენ”, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა