ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლასი 12 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე აცხადებს, აღნიშნული კლასი 12 დღით დისტანციურ რეჟიმში სასწავლებლად გადავიდა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს სიმპტომები სკოლაში არ გამოვლენილა. იგი თავს კარგად გრძნობს.

“ორშაბათს და სამშაბათს იყო ჩვეულებრივად სკოლაში. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ეს კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზეა და ცხრილით ოთხშაბათს სკოლაში არ მისულა და ამ დღეს დაუდასტურდა ტესტირების შედეგად. ამ ეტაპზე აღნიშნული კლასი 12 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა",- აცხადებს გოჩა დავითაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს