ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 25 აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 25 აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსი ასევე დაწესებულების 7 თანამშრომელს დაუდგინდა.

უწყების ცნობით, პანსიონში ჰიგიენის ნორმები დაცულია და მაღალი რისკის მქონე პირები იზოლირებული არიან.

“თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი: რამდენიმე ბენეფიციარს გამოეხატა რესპირატორული სიმპტომები და სწრაფი ტესტირებით განესაზღვრათ დადებითი შედეგი, რის შემდგომაც ყველა მათგანი მყისიერად გადაყვანილი იქნენ კოვიდ-სასტუმროში.

განხორციელდა მთელი კონტიგენტის გამოკვლევა და ყველა საეჭვო შემთხვევაში ხდებოდა განმეორებითი ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა დამატებით შემთხვევები.

დღეის მდგომარეობით ჯამურად ფიქსირდება 32 შემთხვევა, მათგან 7 მოზრდილი და 25 ბავშვი.

აქედან 30 არის კოვიდ-სასტუმროში, 1 სტაციონარში, 1 ოჯახში",- განაცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა