ფოთის მერიაში ახალი ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფოთში არსებულ და მშენებარე სანავსადგურო ტერმინალებთან და სანაპიროსთან დამაკავშირებელი, ახალი ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობის საკითხზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის ოფისის ხელმძღვანელად დავით ბზიავა ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, ინდუსტრიული ზონის ინჟინრებთან ერთად, ალტერნატიული გზის მშენებლობის პროცესში თიზ-ის ჩართულობასა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს.

“ფოთის ნავსადგურში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, ახალი საწარმოების მშენებლობამ დღის წესრიგში დააყენა ალტერნატიული, შემოვლითი, გზის მშენებლობის აუცილებლობა, რომელიც ნავსადგურის ტერმინალებს, თავისუფალ ინდუსტრიულ ეკონომიკური გაფორმების ზონებს, ქალაქის დასახლებული უბნების გვერდის ავლით ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დააკავშირებს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 250 ათასი ლარი, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შემუშავებაზე. აღნიშნულ დოკუმენტზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალი მუშაობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს