ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ტელეკომპანიის მხრიდან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს

პოლიციის მაიორი, ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა უარყოფს ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა და ტელეკომპანიის მხრიდან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს.

„დაახლოებით 10 წელზე მეტია პოლიციაში ვმუშაობ და ღირსეულად ვასრულებს ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას. მინდა გამოვეხმაურო 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავაადგილდებოდი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ამასთან დაკავშირებით გეტყვით , რომ ეს არის სიცრუე. არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არასდროს მქონია, არც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მყავს და არც არც არასდროს მითხოვია ვინმესგან მსგავსი ტიპის მასალა. სანამ სიუჟეტი ეთერში გავიდოდა, ტელეკომპანიის წარმომადგენელი დამიკავშირდა, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანიარი კავშირი არ მქონია, ასევე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიდა ეთერში ჩემი ფოტოსურათი და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალებების გადატანით ვარ დაკავებული. მე, გელა კვაშილავას მყავს მეუღლე, ორი შვილი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ სიუჟეტის შემდეგ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამოდინარე, პირველ რიგში, ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია „პირველისგან“ . ასევე ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და ვაპირებ, მივმართო სასამართლოს ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“, - განაცხადა კვაშილავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს