ათეა-ს მიერ წარდგენილმა დელეგატებმა, PLATFORMA-ს ვებინარში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ წარდგენილმა დელეგატებმა, ევროპის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების საკონსულტაციო პლატფორმის და ლიეტუვას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ათეა-დან აცნობდეს, ვებინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობას, ასევე მომავალი სამიტისთვის რეკომენდაციების შემუშავებას დაეთმო.

“ონლაინ შეხვედრაში, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან PLATFORMA-ს წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი - ოთარ გრიგოლია, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საჭოს კონგრესში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ნინო ქავთარაძე, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი - ნინო რუხაძე და ამავე საბჭოს წევრი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი - სალომე ღონღაძე, ასევე CORLEAP - ის წევრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი - სანდრო სორდია იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს წარმომადგენლებმა, ქვეყანაში განხორციელებულ დეცენტრალიზაციის რეფორმაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

მათვე, ათეა-ს პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ვებინარის მონაწილეებს, საკუთარ მუნიციპალიტეტებში, აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

Covid 19-ის პანდემიით ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის შერბილება-აღდგენა, დეცენტრალიზაცია და კარგი მმართველობა, ეკოლოგია და ტურიზმი, ასევე, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდული პოლიტიკა და მოქალაქეთა ჩართულობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ქართული მხარის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

ათეა-ს დელეგატებმა, ვებინარის ფორმატის გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და ევროპულ ქალაქებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების სამომავლო გეგმებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, უფრო ეფექტიანად მოხდება იმ გამოწვევების აღმოფხვრა, რომლებიც დღეს არსებობს.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს ამოქმედებულ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს, რომელშიც ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი პარტნიორი სახელმწიფო: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა მონაწილეობს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორს ქვეყნებს შორის გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და მხარი დაუჭიროს პარტნიორ ქვეყნებში მდგრადი რეფორმების პროცესებს.

აღსანიშნავია, რომ ათეა, ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში, ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების საკონსულტაციო პლატფორმაში და ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - CORLEAP დელეგატებს წარადგენს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, ასევე თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან",-აცხადებენ ათეა-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა