ელგუჯა ბაგრატიონი - თორნიკე რიჟვაძის პასუხი იყო ასეთი: 20 კაცით, შემოკრებილი ხულიგნებით აპირებთ, რომ მე თანამდებობა დავტოვო? ხუთი წელიც რომ იდგეთ, მოგიწევთ აქ დგომა და ჩემთვის ყურებაო

ბათუმში, მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდა მითხოვეს. როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განუცხადა, ცოტა ხნის წინ შეხვედრა ჰქონდა რიჟვაძესთან, რომელსაც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. ბაგრატიონის განმარტებით, რიჟვაძემ მის კითხვას ცინიკურად უპასუხა და აქციის მონაწილეები ხულიგნებად მოიხსენია.

ბაგრატიონის განმარტებით, აქციებს უწყვეტ რეჟიმში გამართავენ და ზოგადად, სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან.

„სამ თვეზე მეტია ეს ადამიანი მალულად იპარება ამ შენობაში, ფულს ყოველდღიურად იპარავს და აღარიბებს ჩვენი რეგიონის მოსახლეობას. დღეს, როგორც კი დაინახა, რომ შესვლის საშუალება არ მიეცა იმ უკანა შესასვლელიდან, რომლიდანაც ჩუმად და კურდღელივით იპარებოდა, იქ მოსახლეობა დახვდა და გადაწყვიტა, რომ როგორღაც ერთ ადამიანს მაინც შეხვედროდა. შევედი და შევხვდი.

ჩემი კითხვა იყო მარტივი, ეს საპროტესტო აქცია, რომელიც აჭარის მთავრობის შენობის წინ სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს, არის თუ არა მისთვის ცნობილი და აქვს, თუ არა გათავისებული ის პრობლემები, რაც რეგიონშია - ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. როგორც ყოველთვის, თორნიკე რიჟვაძე გამოირჩევა თავისი ცინიკური დამოკიდებულებით არამარტო ოპოზიციის, არამედ ხალხის მიმართაც. ცინიკური დამოკიდებულებით პასუხი იყო ასეთი - თქვენ, 20 კაცით, შემოკრებილი ხულიგნებით აპირებთ, რომ მე ხელისუფლებიდან წავიდე ან თანამდებობა დავტოვოო? ხუთი წელიც რომ იდგეთ, მოგიწევთ აქ დგომა და ჩემთვის ყურებაო. ეს ადამიანი თანამდებობის პირი არ არის, ეს არის ერთი უზრდელი ადამიანი, რომელიც არაფრად აგდებს მოსახლეობას, პატივს არ სცემს საკუთარ თანამდებობას.

მოვუწოდებ თორნიკე რიჟვაძეს, გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს იმ ადამიანებს, რომლებსაც შეურაცცყოფა მიაყენა. აქ მათგან განსხვავებით, ხულიგანი არავინ არის”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა