ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცი შვილთან და ერთ თანმხლებ პირთად ერთად იმყოფებოდა.

„რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. რას უკავშირდება მკვლელობა არ ვიცი, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას. შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან", - განაცხადა თვითმხილველმა მარიამ ბჟალავამ.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა.

იხილეთ ვიდეო:ვინ არის ფოთში ჩაცხრილული მამაკაცი? - ახალი დეტალები

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს