ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

„საფრანგეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. ძალიან ღირებულია ის წვლილი, რომელიც საფრანგეთს შეაქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ ვაფასებთ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას. საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პირველ რიგში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ჩემგან ხაზი გაესვა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ სახელმწიფომ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა. ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც არა მხოლოდ ჩვენს მზაობას და სურვილს, არამედ ამ კუთხით ჩვენს შესაძლებლობასაც ადასტურებს. საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორი მტკიცედ დგას რეგიონში უსაფრთხოების და დასავლური ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე. აუცილებელია ნატო-ს მოკავშირეებმა დააჩქარონ ალიანსში საქართველოს გაწევრების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ბერაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო