ამირან გამყრელიძე - მოზარდებში თამბაქოს მოხმარება მცირდება

მოზარდებში, 15-16 წლის ბიჭებსა და გოგოებში თამბაქოს მოხმარება მცირდება - ეს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა გააკეთა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გამყრელიძემ ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა სიტუაციური ანალიზი, პრობლემები, გამოწვევები და თამბაქოს კონტროლის სიტუაციური მიმოხილვა წარადგინა. მან ასევე საქართველოში უკანასკნელ პერიოდში თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგებზე ისაუბრა.

“მოზარდებში, 15-16 წლის ბიჭებსა და გოგოებში თამბაქოს მოხმარება მცირდება - ეს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა გააკეთა. ეს საქართველოს მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, მოზარდებში ცოტა მეტად გახურებადი თამბაქოს მოხმარებამ გადაინაცვლა, მაგრამ კვლევა ადასტურებს, რომ ზოგადად, მოხმარება მცირდება, რაც არის კარგი სიგნალი. თუკი ყოველწლიურად 1%-ით შევამცირებთ თამბაქოს მოწევას, ათ წელიწადში ქვეყანა ბევრ რამეს მიაღწევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, 11%-ია სამსახურებში მოწევის მაჩვენებელი, რაც მისივე თქმით, არ უნდა იყოს და ადასტურებს, რომ “ცოტა მოვეშვით“, რადგან მოწევა ყველა დახურულ სივრცეში აკრძალულია.

გარდა ამისა, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ჩატარებული კვლევით, 92% ემხრობა, რომ მოწევა ტაქსიში აიკრძალოს.

“პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი კანონი მიიღო. მაინც ძალიან დიდია თამბაქოს ინდუსტრიის გავლენა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:მოზარდებში თამბაქოს მოხმარება მცირდება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო