ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ

ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის საცხოვრებელ სახლში პოლიცია იმყოფებოდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

„პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. აქედან არაფერი არ ამოუღიათ. რა აკავშირებს ბიძაჩემს ამ მკვლელობასთან, არ ვიცი. უკავშირდება თუ არა ეს წლების წინ მომხდარ მკვლელობას, არც ეს ვიცი “, - აცხადებს დაკავებულის ოჯახის ახლობელი.

დაკავებული მამაკაცის მეზობლები, წარსულში მომხდარი მკვლელობის დეტალებს იხსენებენ.

"გია შალიკაშვილის ცხედარი წლების წინ მდინარეში იპოვეს. ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული. ის ტყვიით იყო მოკლული, ფრჩხილები დამძვრალი ჰქონია. მაშინ წამებით მოკლეს და ამ დანაშაულისთვის არავინ არ დასჯილა. დღეს მომხდარი ფაქტი უკავშირდება თუ არა შურისძიებას, ვერაფერს გეტყვით, არ ვიცით არაფერი“, - აცხადებს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის მეზობელი.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს