ილია მეორე - სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე -  ასეთად დარჩება თემურ წიკლაური ჩვენს მეხსიერებაში

საქართველოს საპატრიარქო საესტრადო მომღერლის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ, როგორც პიროვნებაც.

ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა.

პირველად მას მეუღლესთან ერთად დიდი ხნის წინ შევხვდი. შვილის გარდაცვალების გამო უდიდესი ტკივილით დამძიმებული ოჯახი ნუგეშს ეძებდა და ღვთისსათნო საქმის აღსრულება სურდათ.

თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა: მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ-ებრაელთა თანადგომით იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს.

ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა.

შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის.

სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, - ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც იგი უკვე გახდა.

მთავარია, ახლა ჩვენ შევძლოთ მასთან ლოცვითი ურთიერთობა და მისი სულისთვის ზრუნვა“ ,- ნათქვამია ილია მეორეს სამძიმრის წერილში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს