ბათუმში ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმში, კერძო სკოლა "ევრო 2000" -ის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის გოჩა დავითაძის განცხადებით, დაინფიცირების ფაქტი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შეისწავლა.

"პედაგოგის ინფიცირების ფაქტი სკოლისთვის და ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი. სკოლა დაუკავშირდა აჭარის ჯანდაცვის ცენტრს. მოხდა ადგილზე სიტუაციის მოკვლევა და სკოლას მიეცა რეკომენდაცია, ჩვეულ რეჟიმში იმუშაონ, ვინაიდან, მასწავლებელი გადაადგილდებოდა პირბადით და მაქსიმალურად დაცული იყო წესები.

პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს გოჩა დავითაძე.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს