ნინო ბურჯანაძე - ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა.

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ივანიშვილი „მოქალაქეების“ ლიდერს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეხმარებოდა.

"მე ზუსტად ვიცი! ეს ძალიან ნათლად ჩანდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც და ახლაც ჩანს! არაა მძიმე ბრალდება, ყველა მისი მოქმედებიდან ასე ჩანს, მე ახლა სისხლის სამართლის დანაშაულში ხომ არ ვადანაშაულებ?! ვადანაშაულებ პოლიტიკურ ვაჭრობაში, რაც მისი ნაბიჯებიდან ჩანს!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა ელისაშვილს „რაც ეკუთვნოდა, ზუსტად ის მიართვა“.

თეა წულუკიანმა თავზე ლაფი კარგად დაასხა! რაც ეკუთვნოდა ზუსტად ის მიართვა. რატომ არ უპასუხა, ალეკო ელისაშვილმა წულუკიანს?! რატომ ვერ ამოიღო ხმა?!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა