ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მერის წინაააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერის წინაააღმდეგ პროკურატურას მიმართა. გიგა შუშანიამ პროკურატურაში განცხადება მერიის შიდააუდიტის დასკვნის საფუძველზე წარადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქის მერს სამსახურეობრივ გულგრილობას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

გიგა შუშანიას თქმით, „ქალაქის ხელმძღვანელობა არ დაინტერესდა საბინაო სამსახურში არსებული ხარვეზებით და მეტიც, საკრებულოს დასკვნისთვის დადებითი შეფასების მიცემა დაავალა“. შუშანია აცხადებს, რომ არ აქვს პროკურატურის რეაგირების იმედი, თუმცა ამბობს, რომ გამოძიებას ახალი ხელისუფლება აუცილებლად დაიწყებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს