ქუთაისის მერი წარმატებულ მწვრთნელებს და პროექტ "ეტალონში" გამარჯვებულ მოსწავლეს შეხვდა

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი წარმატებულ მწვრთნელებს და პროექტ "ეტალონში" გამარჯვებულ მოსწავლეს შეხვდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერმა ტანვარჯიშის მწვრთნელებს მზია ღამბარაშვილსა და როზა სუპატაშვილს, ასევე ძიუდოს მწვრთნელს, ვაჟა შველიძეს სპორტის ამ სახეობებში გაწეული შრომისა და მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და დაასაჩუქრა. საჩუქარი მიიღო პროექტ"ეტალონში" გამარჯვებულმა, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა თეკლე გიორხელიძემაც. თეკლემ "ეტალონში" რეკორდიც დაამყარა- 2 წუთსა და 29 წამში 95 ქულა დააგროვა.

" საბედნიეროდ, ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს ქუთაისში. დღეს სახელოვან მწვრთნელებს და ნიჭიერ მოსწავლეს შევხვდით და დავასაჩუქრეთ. სხვადასხვა თაობის ადამიანები არიან და ესეც სიმბოლურია. ქუთაისის მერია ყოველთვის მხარში დაუდგება მათ, ახალი წარმატებების მისაღწევად."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს