ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთმა დამალა ის ფაქტი, რომ ბლინკენმა მას საქართველოს საკითხი შეახსენა

ნიშანდობლივია - რუსეთმა დამალა ის ფაქტი, რომ ბლინკენმა მას საქართველოს საკითხი შეახსენა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ- ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე დგას საერთაშორისო დღის წესრიგში.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლინკენსა და ლავროვს შორის საქართველოს საკითხი იყო განხილული, ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ იყო საუბარი საქართველოს საკითხის შესახებ, რუსეთმა დამალა ეს ფაქტი, რომ ბლინკენმა მას საქართველოს საკითხი შეახსენა.

საქართველოს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე დგას დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და ჩვენი ორი რეგიონის დეოკუპაციას. ძალიან იმედის მომცემია ის, რომ პირველივე შეხვედრაზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ახლმა მდივანმა ეს საკითხი ძალიან მწვავედ დააყენა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას და ცდას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს არა მხოლოდ ამერიკა - რუსეთის, არამედ ევროკავშირ- რუსეთის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგში.

ახალი ადმინისტრაცია ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, რეგიონს, ასევე, ომის დროს მათი დიდი ნაწილი მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ასე რომ მათთვის ეს პრობლემები ახალი არ არის და აქედან გამომდინარე, მათი ცალსახა პოზიციაა ის, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და კიდევ გააქტიურდეს და ასევე, აშშ- მ უფრო დიდი როლი ითამაშოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში და ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე,"- განაცხადა სამხარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო